სიახლეები

სანაპირო დაცვის აკადემიის კადეტები სტუმრად ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიის ქართველი კადეტები ელდარ საგანელიძე და ალექსანდრე წერეთელი.

კადეტები სასწავლო ბატალიონის იუნკერებს შეხვდნენ და მათ პრეზენტაცია წარუდგინეს სანაპირო დაცვის აკადემიის შესახებ. სტუმრებმა ასევე ისაუბრეს სანაპირო დაცვის აკადემიაში არსებული ლიდერიზმის პროგრამის შესახებ.

აღნიშნული პროგრამა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონშიც ხორციელდება და მიზნად ისახავს იუნკერებში ლიდერის თვისებების გაღრმავებას და შემდგომში მათ სრულფასოვან ლიდერებად ჩამოყალიბებას.

შეხვედრის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.