სიახლეები

ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის სასწავლო პროგრამის შეფასება

დღეს, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებს სასწავლო პროგრამის შეფასების მიზნით გამოკითხვა ჩაუტარა.

აღნიშნული გამოკითხვა კურსზე ორ ეტპად ტარდება და მიზნად ისახავს სასწავლო პროგრამაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და სწავლების ხარისხის ამაღლებას.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით აკადემიის ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახური სისტემატურად  ატარებს  არსებული  საგანმანათლებლო პროგრამების  შეფასებას.