დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიუროს ახალი თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ აკადემიის ისტორიას, სტრუქტურასა და ზოგად საქმიანობას, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს.
მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს აკადემიაში არსებული, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო სკოლებთან დაკავშირებით. შეხვედრის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.