სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის 2015 წლის შემაჯამებელი შეხვედრა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2015 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. აკადემიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა 2015 წლის ანგარიში წარადგინეს და დაწვრილებით ისაუბრეს მათი უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებზე.

შემაჯამებელი შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაგრძელდა.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ 2016 წლის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.