ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებიან ევროპაში პარტნიორი ენების სასწავლო ცენტრის დირექტორი, ბატონი კიტ ვერტი და ენების საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს წარმომადგენელი, ქალბატონი ინგრიდა ლეიმანისი.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძესა და საბაკალავრო სკოლის ენობრივი მომზადების განყოფილების ხელმძღვანელს, ქალბატონ ლელა ხუბულურს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ქალბატონი ინგრიდა ლეიმანისი აკადემიის საბაკალავრო სკოლის ენობრივი მომზადების განყოფილების ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ჩაატარებს სამდღიან სემინარს თემაზე: „სამხედრო ინგლისური“. სამომავლოდ, ასევე დაგეგმილია ბიუროს წარმომადგენლების მიერ საბაკალავრო სკოლის იუნკერებისთვის სამხედრო ინგლისურის ლექციების ჩატარება.