"სპიკერების პროგრამის" ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საფრანგეთის სამხედრო ატაშის მოადგილე, მაიორი იანიკ როლანდი ესტუმრება.
„საფრანგეთის მიმდინარე სამხედრო ოპერაციები“ - ასე ეწოდება ლექციას, რომელიც 27 იანვარს, 15:00 საათზე აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებს ჩაუტარდებათ.