სიახლეები

სენ-სირის სამხედრო სკოლის მსმენელების სტაჟირება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ერთთვიან სტაჟირებას გადის სენ-სირის სამხედრო სკოლის ორი მსმენელი, ლეიტენანტი ჟან-ფრანსუა ფრაისი და ლეიტენანტი მარი ლე გორეკი. ფრანგი მსმენელები 2 კვირის განმავლობაში იუნკერებთან ერთად ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს გაივლიან.

სტაჟირების ფარგლებში, ფრანგმა ლეიტენანტებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად ადმინისტრაციული საზღვარი მოინახულეს და საქართველოში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასაც გაეცნენ.

აღნიშნული სტაჟირება საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.