„სპიკერების პროგრამის" ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა საფრანგეთის სამხედრო ატაშის მოადგილე, მაიორი იანიკ როლანდი.
„საფრანგეთის მიმდინარე სამხედრო ოპერაციები“ - ასე ეწოდება ლექციას, რომელიც მაიორმა როლანდმა აკადემიის იუნკერებს წაუკითხა. იუნკერებთან ერთად ლექციას ესწრებოდნენ სენ-სირის სამხედრო სკოლის მსმენელები, რომლებიც ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ერთთვიან სტაჟირებას გადიან.
მაიორ როლანდის ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმით დაასრულდა.