სიახლეები

საჯარო სკოლების მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

პროექტ „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ქარელის რაიონის 20 საპილოტე საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები. 

აღნიშნული პროექტი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით ხორციელდება. 

საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ აკადემიის ძირითად საქმიანობას, საბაკალვრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებსა და მიღების პირობებს. ახალგაზრდები იუნკერების დღის განრიგით, გაცვლითი პროგრამებით, დათხოვნისა და სტიპენდიის საკითხებითაც დაინტერესდნენ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.