სიახლეები

სართიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ აკადემიის ძირითად საქმიანობას, საბაკალვრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებსა და მიღების პირობებს. ახალგაზრდები იუნკერების დღის განრიგით, გაცვლითი პროგრამებით, დათხოვნისა და სტიპენდიის საკითხებითაც დაინტერესდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრა სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.