ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება „სპიკერების პროგრამა“.
„რუსეთის ფედერაციის რევიზიონისტული პოლიტიკა - იმპლიკაციები საქართველოსთვის“ ასე ეწოდება ლექციას, რომელიც, დღეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უსაფრთხოებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ბატონმა ლაშა დარსალიამ საბაკალავრო სკოლის იუნკერებს წაუკითხა.
ლექციას ასევე ესწრებოდნენ სენ-სირის სამხედრო სკოლის მსმენელები, რომლებიც ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ერთთვიან სტაჟირებას გადიან.
აღნიშნულმა ლექცია დიდი ინტერესი გამოიწვია მომავალ ოფიცრებში. ლექციის დასასრულს, იუნკერებმა ბატონ ლაშას კითხვები დასუვეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.