დღეს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „სპიკერების პროგრამის“ ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდა მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდის დირექტორი, ბატონი რამაზ ბლუაშვილი.
„ალექსანდრე ქართველი და ამერიკა“ - ასე ეწოდება ლექციას, რომელიც ბატონმა რამაზ ბლუაშვილმა აკადემიის საბაკალავრო სკოლის მე-4 კურსის იუნკერებსა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებს წაუკითხა.
აღნიშნულმა ლექციამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს ბატონმა რამაზმა მსმენელების მხრიდან დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.