დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბრიგადის გენერლის ალი აქიურექის ხელმძღვანელობით სტუმრად იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მართვის აკადემიის მსმენელები.
ბრიგადის გენერალს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ უმასპინძლა.
აკადემიის კომენდანტმა ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა აკადემიის საქმიანობის, არსებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სკოლების შესახებ.