სიახლეები

ძილის თემაზე საინფორმაციო ბუკლეტის პრეზენტაცია

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ფსიქოლოგიური განყოფილების საინფორმაციო ბუკლეტის პრეზენტაცია გაიმართა. 

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, იუნკერებს პრეზენტაცია ჩაუტარდათ თემაზე „ძილი და სიზმარი“, სადაც განხილულ იქნა ძილის დარღვევები, სიზმრები და ცნობიერების შემცვლელი მდგომარეობა. 

აღნიშნულმა თემამ იუნკერების დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს ფსიქოლოგიური განყოფილების წარმომადგენლებმა იუნკერების მხრიდან დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
აკადემიის ფსიქოლოგიური მომსახურების განყოფილება მომავალაშიც გეგმავს მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარებას.