დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მე-3 კურსის კადეტები.
შეხვედრის ფარგლებში, კადეტები გაეცნენ აკადემიის საქმიანობას, არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მიღების პირობებსა და იუნკერების დღის განრიგს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, კადეტებმა იუნკერებს კითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.