ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება „სპიკერების პროგრამა“. ამჯერად აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯუდი ინგლენდ-ჯოზეფი.
მოწვეული პროფესორის ლექციამ თემაზე „ლიდერიზმი 21 საუკუნეში“ დიდი ინტერესი გამოიწვია მომავალ ოფიცრებში.
ლექციის დასასრულს, იუნკერებს საშუალება მიეცათ სტუმრისთვის დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით.