სიახლეები

საჯარო სკოლების მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ კარალეთისა და გორის №2 საჯარო სკოლების IX კლასის მოსწავლეები. 

საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ აკადემიის ძირითად საქმიანობას, საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებსა და მიღების პირობებს. ახალგაზრდები იუნკერების დღის განრიგით, გაცვლითი პროგრამებით, დათხოვნისა და სტიპენდიის საკითხებითაც დაინტერესდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

აღნიშნული ვიზიტი, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროექტის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში განხორციელდა.