მიმდინარე წლის 9 მარტს, 14:00 საათზე ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართება ღია კარის დღე.
აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ საბაკალავრო სკოლაში მიღებასა და არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით.
გახდი იუნკერი! 155 ☑
აკადემიის საბაკალავრო სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი საბაკალავრო პროგრამები:
☑ მენეჯმენტი
☑ ინფორმატიკა
☑ თავდაცვა და უსაფრთხოება (ამოქმედდება 2016-2017 სასწავლო წლიდან)
დამატებითი პროგრამა - საერთო საჯარისო მართვა.
სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას - "ლეიტენანტი".
☑ იუნკერებს ასევე აქვთ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში:
აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა.
☑ ეროვნული თავდაცვის აკადემია განთავსებულია კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აგებულ ბაზაზე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, დასვენების, ფიზიკური წრთობისა და განვითარებისთვის.
☑ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
☑ აკადემიის თითოეული სტუდენტი უზრუნველყოფილია სტიპენდიით, პირადი ნოუთბუქით, სასწავლო მასალებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, სამხედრო-სპორტული ტანსაცმლითა და კვებით.
☑ საბაკალავრო სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს ათწლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს ოთხწლიან სწავლებასა და ექვსწლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს.
☑ საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 28 მარტიდან 17 ივნისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: