სიახლეები

ტორონტოს უნივერსიტეტის სტუდენტები აკადემიაში

დღეს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ტორონტოს უნივერსიტეტის სტუდენტები და მათი ლექტორი ბატონი რობერტ ოსტინი.
აკადემიის კაპიტნის საკარიერო სკოლის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ჩხეტიანმა  სტუმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ზოგადი სტრუქტურა, აკადემიის საქმიანობა, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები და სკოლები გააცნო.
საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.