დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ კასპიის სტრატეგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები გენერალური მდივანი ბატონი ჰალდუნ იავაში, უმაღლესი საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ჰალილ აკინძი, კასპიის რეგიონის კოორდინატორი, ქალბატონი ქემალ ფაშაევა და ჰასენის ცენტრის ენერგეტიკის ექსპერტი და სტრატეგიისა და პოლიტიკის კოორდინატორი, დოქტორი რუჩჰან კაია.
სტუმრები აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე-პოლკოვნიკ ვასილ კოპეიკინს, სამეთაურო-საშტაბო სკოლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ჭაფოძეს, სამეთაურო-საშტაბო სკოლის ომის წარმოების კურსის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ყალიჩავას, სამეთაურო-საშტაბო სკოლის მოსამზადებელი კურსის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ზეზვა ლიპარტელიანსა და სამეთაურო-საშტაბო სკოლის ტაქტიკის გამოყენება სრული სპექტრის ოპერაციებში კურსის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ რომან ქავთარაძეს შეხვდნენ. შეხვედრის პირველი ნაწილი გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა ერთმანეთს აკადემიისა და ინსტიტუტის საქმიანობები გააცნეს.
მოგვიანებით, შეხვედრა დახურულ ფორმატში გაგრძელდა, სადაც განხილული იყო საქართველოს უსაფრთხოების ხედვა 2016 წელს.