სიახლეები

ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის პრაქტიკული საველე გასვლა

ვაზიანის პოლიგონზე ჩატარდა ოცეულის საველე ტაქტიკური წვრთნები ჯავშანტექნიკის გამოყენებით, რომელშიც მონაწილეობა უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებმა მიიღეს.

ორკვირიანი სწავლების ფარგლებში, მსმენელები გაეცნენ ჯავშანტექნიკას, უსაფრთოხების ზომებს, მშვიდობიანობისა და საბრძოლო მოქმედებების დროს ტექნიკის გამოყენებას.

მსმენელებმა, ასევე შეისწავლეს ჯავშანტექნიკის გამოყენება, როგორც მანევრის მხარდამჭერი ელემენტი თავდაცვისა და შეტევისას, განახორციელეს საინჟინრო აფეთქებისთვის საჭირო საბრძოლო მასალების გამოთვლა და გამოყენება.