სიახლეები

პროფესორ ზაზა ფირალიშვილის ლექცია სპიკერების პროგრამის ფარგლებში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება „სპიკერების პროგრამა“. ამჯერად აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი ზაზა ფირალიშვილი.

„თანამედროვე მსოფლიოს რელიგიური რუქა“ - ასე ეწოდებოდა ლექციას, რომელიც ბატონმა ზაზამ აკადემიის იუნკერებს წაუკითხა. პროფესორ ზაზა ფირალიშვილის ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.