ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია ავალიანი და სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსი სერჟანტი კობა მერკვილაძე დედის დღესთან დაკავშირებით საბაკალავრო სკოლის ერთ-ერთი წარმატებული იუნკერის, რიგითი ნიკა ჟორჟოლიანის დედას, ქალბატონ თამარ გვილავას ესტუმრნენ.
აკადემიის წარმომადგენლებმა ქალბატონ თამარს პირადად მიულოცეს დედის დღე და მადლობა გადაუხადეს ქვეყნისთვის საამაყო და სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული შვილის აღზრდისთვის.