სიახლეები

იუნკერები ქალბატონებს დედის დღეს ულოცავენ

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა გორელ მანდილოსნებს დედის დღე მიულოცეს. იუნკერებმა გორის სკვერებსა და ქუჩებში დედის დღესთან დაკავშირებით ქალბატონებს ყვავილების თაიგულები გადასცეს.

„საქართველოს ჭირდება იუნკერების მსგავსი ქართველები და კარგი ადამიანები. წარმატებებს ვუსურვებ აკადემიის გოგონებს და ბიჭებს. მრავალ დედის დღეს დაესწარით,“ - განაცხადა გორელმა ქალბატონმა.