სიახლეები

იუნკერთა ბატალიონის საველე პრაქტიკული სწავლება

დასრულდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის ორ კვირიანი საველე პრაქტიკული სწავლება, რაც მოიცავდა სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრაქტიკულ მეცადინეობებს ქვედანაყოფის მართვის პროცედურებში, ტოპოგრაფიაში, საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებებში.

აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავს იუნკერების მიერ განვლილი მასალიდან მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განხორციელებას.