ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტთან, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან, სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრთან, სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრთან, სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან.
აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა შორის ფსიქოლოგიის სფეროში არსებული მიღწევების გაზიარებასა და სამომავლო სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ერთობლივ განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებებით ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები უზრუნველყოფენ ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას. ასევე, ერთობლივი სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევების შედეგების ბაზის შექმნასა და განახლებას.