სიახლეები

სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელები კიბერუსაფრთხოების ბიუროში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელები სტუმრად იმყოფებოდნენ კიბერუსაფრთხოების ბიუროში.

ბიუროს წარმომადგენლებმა მსმენელებს მათი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ასევე, განხორციელებული კიბერსავარჯიშოს მაგალითზე სკოლის მსმენელებს ბიუროს ტექნიკური შესაძლებლობები გააცნეს და უსაფრთხოების მინიმალური წესების შესახებ  ინფორმაციაც მიაწოდეს.  

საინფორმაციო შეხვედრა ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავს თავდაცვის სისტემაში კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.