დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ბალტიის თავდაცვის კოლეჯის კომენდანტი, გენერალ-მაიორი ვიტალიუს ვეიკშნორასი და კომენდანტის სამხედრო ასისტენტი, მაიორი ვილიუს ზაგურსკისი.
აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს აკადემიის საქმიანობა, არსებული სკოლები და საგანმანათლებლო სისტემა გააცნეს. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს აკადემიის მიერ საერთაშორისო კუთხით გატარებული ღონისძიებები და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.