სიახლეები

სწავლება გენდერული თანასწორობის პრინციპებზე

ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, როგორც საბაკალავრო, ასევე საკარიერო სკოლების სასწავლო გეგმის მიხედვით ტარდება სწავლებები თემაზე: „გენდერული თანასწორობის პრინციპები და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია № 1325.“

ამ ეტაპზე დამტკიცებული სასწავლო გეგმის შესაბამისად, აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელებს ლექცია წაუკითხა გენდერული თანასწორობის პრინციპებსა და თავდაცვის სექტორში გენდერული თანასწორობის კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ.