სიახლეები

ამერიკელი კადეტები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ამერიკის შეერთებული შტაბების სამხედრო აკადემიას შორის გაცვლითი პროგრამა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ერთკვირიანი ვიზიტით აშშ-ის სამხედრო სასწავლებლის ორი კადეტი - ლეონარდ რეიმონდ კოსტა და ემილი ნიკოლ ქერი იმყოფებოდა.

ერთი კვირის განმავლობაში ამერიკელი კადეტებისთვის დაგეგმილი იყო სხვადასხვა აკადემიური, სამხედრო და კულტურული ღონისძიებები. ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისში, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად ადმინისტრაციული საზღვარი მოინახულეს და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასაც გაეცნენ.

კადეტებმა, ასევე მოინახულეს საქართველოს ეროვნული და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმები, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, IV მექანიზებული ბრიგადა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალი შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი.

მსგავსი პროგრამები ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს ეხმარება განავითარონ განსხვავებული კულტურების გაგება, დაამყარონ პირადი და პროფესიული კავშირები მსოფლიო მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია, როგორც თავად იუნკერების პროფესიული განვითარებისთვის, ასევე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მომავლისთვის.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აპრილის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებიც აშშ-ის სამხედრო აკადემიაში ერთკვირიანი ვიზიტით გაემგზავრებიან.