სიახლეები

საერთაშორისო კვირეული ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რიგით მეორე საერთაშორისო კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. კვირეულში იუნკერებთან ერთად, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების მსმენელები მონაწილეობენ.

საერთაშორისო კვირეული გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა გახსნეს. 

საერთაშორისო კვირეულის მიზანი აკადემიის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაციაა. 

კვირეულის ფარგლებში მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის აკადემიური და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეული ყოველწლიურად ტარდება. ღონისძიება 21 მარტს გაიხსნა და 25 მარტს დასრულდება.