ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამას (DEEP) შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი ადამიანური რესურსების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ლიდერიზმის განვითარების, რესურსების მართვისა და ფინანსების სფეროებში.
აკადემიის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩაატარეს ვარშავის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორმა პიოტრ გავლიჩეკმა, ბრნოს თავდაცვის უნივერსიტეტიდან ვიცე-პოლკოვნიკმა იარომირ მარესმა და პოლკოვნიკმა იაროსლავ კოზუბეკმა, რუმინეთის თავდაცვის რესურსების მართვის კვლევების რეგიონალური დეპარტამენტიდან მაიორმა ფლორინ ოგიგაუმ.
აღნიშნული ტრენინგების მიზანია გამოცდილების გაზიარება და აკადემიის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.