ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, როგორც საბაკალავრო, ასევე საკარიერო სკოლების სასწავლო გეგმის მიხედვით ტარდება სწავლებები თემაზე: „გენდერული თანასწორობის პრინციპები და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია № 1325.“
ამჯერად, სწავლება გენდერული თანასწორობის პრინციპებზე უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებს ჩაუტარდათ. აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია ავალიანი მსმენელებს გენდერული თანასწორობის პრინციპებსა და თავდაცვის სექტორში გენდერული თანასწორობის კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ ესაუბრა.