სიახლეები

ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის კომენდანტის ვიზიტი აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის კომენდანტი, პოლკოვნიკი მარტინ ჰერემი.

აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმარს აკადემიის საქმიანობა, არსებული სკოლები და საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს აკადემიის მიერ საერთაშორისო კუთხით გატარებული ღონისძიებები და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

დღესვე, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ხელმძღვანელმა მოაწერეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის კომენდანტი სტუმრად იმყოფებოდა სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიუროში. შეხვედრები, ასევე დაგეგმილია წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობასა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში.