ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა, ამერიკის, დანიის, პოლონეთის, ლიტვისა და ესტონეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების მსმენელებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემის კადეტთა საერთაშორისო კვირეულში.
კვირეულის ფარგლებში, მონაწილეებისთვის დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის აკადემიური და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები.
უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების იუნკერებმა და მსმენელებმა მოისმინეს ლექციები ლატვიის უსაფრთხოების პოლიტიკისა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ლატვიის შეიარაღებული ძალების შესახებ. მათ, ასევე მოინახულეს ლატვიის სახმელეთო ძალების ბრიგადა, საბჭოთა კავშირის დროინდელი „ბუნკერები“ და მონაწილეობა მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღიდან და მშვილდ-ისრით სროლის შეჯიბრებებში.