ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამის დეტალებზე დღეს თავდაცვის სამინისტროში იმსჯელეს. აკადემიის ხელმძღვანელობამ თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს სამაგისტრო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა სამაგისტრო პროგრამის პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისიტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.