სიახლეები

მოკავშირე ძალების ფონდის დირექტორი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, „მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი, ბატონი სტიუარტ ტეილორი სტუმრად იმყოფებოდა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში.

ფონდის დირექტორი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიცე-პოლკოვნიკ, ვასილ კოპეიკინს შეხვდა. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმარს აკადემიის ზოგადი საქმიანობა და დაჭრილი სამხედროების განვითარების პროგრამა გააცნო. შეხვედრაზე, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმარმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.