სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროექტის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ ხაშურის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
საინფორმაციო შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ აკადემიის ძირითად საქმიანობას, საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებსა და მიღების პირობებს. ახალგაზრდები იუნკერების დღის განრიგით, გაცვლითი პროგრამებით, დათხოვნისა და სტიპენდიის საკითხებითაც დაინტერესდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.