სიახლეები

ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტს, კონტრადმირალ ლუიზ დედიქენს შეხვდა.

აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმარს აკადემიის საქმიანობა, არსებული სკოლები და საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს. ასევე ისაუბრეს აკადემიის მიერ გენდერული თანასწორობისა და საერთაშორისო კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. „დღეს, საშუალება მომეცა დავსწრებოდი ძალიან საინტერესო პრეზენტაციას აკადემიის საქმიანობის შესახებ. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საგანმანათლებლო სისტემისა და აკადემიის საქმიანობის გაცნობა. ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ ეროვნული თავდაცვის აკადემიისგან“, - ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კონტრადმირალი აკადემიის ქალ სამხედრო მოსამსახურეებს, მსმენელებსა და იუნკერებს შეხვდა.