სიახლეები

საჯარო სკოლების მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ჩოხატაურისა და გორის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები. საინფორმაციო შეხვედრა, საქართველოში ნატო-ს კვირეულის ფარგლებში, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

სასწავლო სამმართველოს უფროსმა მარიამ დარბაიძემ სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების, მიღების პირობებისა და არსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ. იუნკერებმა სკოლის მოსწავლეებს დღის განრიგი, დათხოვნისა და სტიპენდიის პირობები გააცნეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.