ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება „სპიკერების პროგრამა“. ამჯერად აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა მენეჯმენტის ექსპერტი, მართვის აკადემიის თავმჯდომარე და მთავარი ტრენერი, ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა.
ბატონი ალექსანდრე მე-3 და მე-4 კურსის იუნკერებს მოტივაციის, განვითარებისა და თანამედროვე მენეჯმენტის შესახებ ესაუბრა.
ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია მომავალ ოფიცრებში, მათ სტუმარს კითხვები დაუსვეს წარმატების მიღწევასა და ლიდერობასთან დაკავშირებით.