სიახლეები

ირაკლი სესიაშვილი სამეთაურო-საშტაბო სკოლაში

დღეს, სამეთაურო-საშტაბო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი სესიაშვილი.

ბატონმა ირაკლიმ სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელებს ლექცია წაუკითხა რეგიონალური და ეროვნული უსაფრთხოებისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

აღნიშნულმა ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია ოფიცრებში. ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.