სიახლეები

უმცროს ოფიცერთა სკოლის მსმენელების საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადებისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსების მსმენელებმა კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთკვირიანი სიტუაციური საველე სწავლება გაიარეს.

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის საველე  სწავლება, მოიცავდა სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრაქტიკულ მეცადინეობებს ბუნკერის აღებაში, სანგარში შესვლასა და მისი მოწინააღმდეგისგან გაწმენდაში, დამცავი დანაღმული მავთულხლართიანი დაბრკოლებების გარღვევასა და განგაშზე რეაგირებაში.

ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის ერთკვირიანი კულმინაციური სწავლების ფარგლებში, ოფიცრებმა ჩაატარეს თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები, ასევე შეისწავლეს დასაფრენი მოედნის შერჩევა, მომზადება, მონიშვნა და უსაფრთოხების უზრუნველყოფა და რადიოსადგურის მეშვეობით ვერტმფრენის მეთაურთან კავშირის დამყარება.

უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის 61 კურსდამთავრებულის გამოშვება მიმდინარე წლის 27 აპრილს გაიმართება.