დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სპიკერების პროგრამის ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდა ცნობილი ბიზნესმენი და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი მამუკა ხაზარაძე.
ლექციის მსვლელობისას ბატონი მამუკა იუნკერებს ლიდერობასა და წარმატების ფორმულაზე ესაუბრა. მან, ასევე განიხილა ეფექტური და წარმატებული გუნდის მნიშვნელობა.
აღნიშნულმა ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია იუნკერებში. მომავალ ოფიცრებს საშუალება მიეცათ სტუმრისთვის დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით.