სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი აკადემიაში

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, დღეს, აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორ, დოქტორი ილიას ჩილოღლუ.

აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმარს უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობა, არსებული სკოლები და საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

მემორანდუმის თანახმად აკადემიასა და უნივერსიტეტს შორის განხორციელდება ერთობლივი კვლევითი პროექტები, საგანმანათლებლო და პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამები.