სიახლეები

ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვება

დღეს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 61 ქვეითი ოცეულის მეთაური შეემატა.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებმა 31 კვირის განმავლობაში წარმატებით გაიარეს სამხედრო განათლების ძირითადი საფეხურის შესაბამისი მომზადება.

ლეიტენანტებს კურსის დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა მიულოცეს.

ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, 45 კურსდამთავრებული ლეიტენანტი დაინიშნება ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე, ხოლო 16 ლეიტენანტი სწავლას გააგრძელებს დაზვერვის ოფიცერთა მომზადების კურსზე.