ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გრძელდება „სპიკერების პროგრამა“. ამჯერად აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ფსიქოლოგიური მონიტორინგისა და მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი, ქალბატონი ნანა მამულაშვილი.
ქალბატონმა ნანამ საბაკალავრო სკოლის პირველი და მეორე კურსის იუნკერებს ლექცია წაუკითხა თემაზე „დესტიგმატიზაცია ფსიქოლოგიაში“. მან ასევე ისაუბრა ფსიქოთერაპიულ მეთოდებზე.
ლექციის დასასრულს, იუნკერებმა ქალბატონ ნანას კითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.