სიახლეები

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის პრაქტიკული საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის  ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთკვირიანი საველე სწავლება გაიარეს.

მსმენელებს პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ საცეცხლე ბარათების შედგენაში,  მავთულხლართიანი დაბრკოლებების მოწყობაში, დანაღმული ველების მოწყობასა და ფორმულარის შედგენაში. მომავალ ოფიცრებს სწავლებები, ასევე ჩაუტარდათ ათეულის საბრძლო პოზიციის მოწყობასა და საცეცეხლე სქემის შედგენში და ოცეულების თავდაცვითი პოზიციების სქემის შექმნაში.

აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავს მსმენელების  მიერ თავდაცის დროს შესასრულებელი მოქმედებების შესწავლასა და მათ პრაქტიკულ განხორციელებას.