სიახლეები

ვლადიმერ ჩაჩიბაიას ლექცია საბაკალავრო სკოლის იუნკერებისთვის

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საბაკალავრო სკოლის მესამე და მეოთხე კურსის იუნკერებს ლექცია წაუკითხა ნატო-ს უწყვეტი მხარდაჭერის მისიის მთავარი ამოცანისა და მიზნების შესახებ.

ბრიგადის გენერალმა ყურადღება გაამახვილა მისიაში საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნების მონაწილეობის მნიშვნელობასა და ავღანეთის რესპუბლიკაში არსებულ გამოწვევებზე.

ლექციის მსვლელობისას იუნკერებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ  აკადემიის რექტორისთვის მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით.