ეროვნული თავდაცვის აკადემიის ლოგისტიკის უზრუნველყოფის განყოფილების უზრუნველყოფის ოფიცერი მაიორი ნოდარ გელაშვილი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან.
დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მაიორ გელაშვილის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის ცერემონია გაიმართა. აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა მას მადლობა გადაუხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ გადასცა.
მაიორი გელაშვილი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან მსახურობს. იგი დანიშნული იყო ლოგისტიკის უზრუნველყოფის განყოფილების უზრუნველყოფის ოფიცერის თანამდებობაზე.
25 წლიანი სამხედრო სამსახურის განმავლობაში, მაიორ გელაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული 1991-1992. წლებში სამაჩაბლოს რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებსა და 2008 წლის აგვისტოს ომში.
მაიორ გელაშვილს მიღებული აქვს მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ და I ხარისხსი უწყებრივი მედალი.